Workout Tips

რჩევები ვარჯიშზე

  1. ოცნების სხეულს მხოლოდ კარდიო ვარჯიშებით ვერ დაიყენებ.
  2. დღეს გგონია, რომ ცხიმის წვა არის შენი მთავარი მიზანი, თუ მიაღწიე შედეგს და დაიკელი წონაში, მერე მიხვდები, რომ მეტი კუნთური მასა სჭირდება შენს სხეულს. წონაში კლების დროსაც და მერეც იფიქრე კუნთის შენარჩუნება/შენებაზე.
  3. “პრობლემურ ზონაზე” ცხიმს ვერ დაიკლებ რომელიმე კონკრეტული ვარჯიშით, კალორიული დეფიციტი, ანუ წონაში კლება არის საჭირო.
  4. ვარჯიში, რომელსაც აკეთებ წვავს ბევრად ნაკლებ კალორიას ვიდრე გგონია ან აჩვენებს დანადგარი/საათი.
  5. უზმოზე ვარჯიში არ წვავს იმდენად მეტ კალორიას, რომ მაგის გამო ღირდეს ადგომა ან ცუდად გახდომა ან საქმის გადადება (ივარჯიშეთ უზმოზე თუ გსიამოვნებთ).
  6. დაისვენე, თუ არ დაისვენებ გადაიწვები.
  7. ყოველდღე ვარჯიში სწრაფ პროგრესს არ მოიტანს, თუ ყოველდღე შეგიძლია ვარჯიში დიდი ალბათობით კარგად არ იხარჯები.
  8. რაც მეტი მით უკეთესი არ არის სწორი. ნაკლები ვარჯიში, მაგრამ მეტი ძალისხმევა უფრო შედეგიანია.
  9. სიარული, ყველაზე დაუფასებელი ფიზიკური აქტივობაა, თუ ვერ ვარჯიშობ იარე ბევრი, თუ ვარჯიშობ მაინც იარე.
  10. ნებისმიერი მიზნისთვის დაბალანსებული კვებაა საჭირო, ყველაზე რთული საკმარისი ცილის მიღებაა, მაგრამ სასურველი სხეულის მისაღებად ყველაზე მნიშვნელოვანიც ეგ არის.
  11. ვერ მიაღწევ მიზანს, ვერც დაიკლებ წონაში, ვერც მოიმატებ, ვერც გამკვრივდები და ა.შ. თუ ამას სისტემატური ხასიათი არ ექნება, თუ კვების, ვარჯიშის და სწორი ჩვევების კულტურა არ ჩამოგიყალიბდება ან ვერ მიაღწევ დასახულ მიზანს ან შედეგს დაკარგავ. 

 

მეტი სტატია