კარდიო უზმოზე და ძალიან დაბალი ნახშირწყლების დიეტები (არ დავკონკრეტდები) მუდმივად იყო და არის რეკლამირებული, როგორც ცხიმის დაკარგვის უკეთესი ხერხი ცხიმების წვის გაზრდის უნარის გამო.
ალბათ თქვენც გსმენიათ, რომ დილის კარდიოს წინ საუზმის გამოტოვება მეტად ეფექტუარია წონაში კლების მიზნით ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში.
როგორც უზმოზე კარდიო, ასევე ძალიან დაბალი ნახშირწყლების დიეტამ მოიპოვა პოპულარობა იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ თუ თქვენს სხეულს არ აქვს ნახშირწყლები ენერგიის დასაწვავად შესაბამისად ის დაწვავს ცხიმებს.
ლოგიკური იქნებოდა დასკვნა გამოგვეტანა, რომ თუ ორგანიზმი ცხიმს გამოიყენებს ენერგიის დასაწვავად ესეიგი ორგანიზმი შეამცირებს ცხიმის რაოდენობას და წონაშიც უფრო დავიკლებთ.
მაგრამ…
ცხიმის შემცირება/დაკლება და ცხიმის წვა არ არის ერთი და იგივე!
რა არის ცხიმის წვა?
"ცხიმის წვა" გულისხმობს ორგანიზმის მიერ ცხიმის, როგორც საწვავის წყაროს გამოყენებას.
ცხიმი ინახება ჩვენს ორგანიზმში ტრიგლიცერიდების სახით. ტრიგლიცერიდები გვხვდება სისხლში, ცხიმოვან ქსოვილში (ცხიმოვანი უჯრედები) და ნაკლებად კუნთოვან მასაში.
ცხიმის საწვავად გამოსაყენებლად ტრიგლიცერიდები ცხიმოვან მჟავებად უნდა დაიშალოს ისეთი პროცესის მეშვეობით, რომელსაც ლიპოლიზი ეწოდება.
სწორედ აქედან მოდის ცხიმის წვის ცნება, რომელიც თითქოს ცხიმის შემცირება/დაკლების ტოლფასია. თქვენი სხეული იღებს ცხიმს ცხიმის უჯრედებიდან ენერგიის გამომუშავებისთვის.
თუმცა, თუ თქვენ არ ხართ კალორიულ დეფიციტში, ცხიმის წვა არ გამოიწვევს ცხიმის რეალურ დაკარგვას.
თუ თქვენს სხეულს ბევრი ნახშირწყლებით კვებავთ, ის გამოიყენებს ძირითადად ნახშირწყლებს, როგორც ენერგიის წყაროს, თუ თქვენ აჭმევთ თქვენს სხეულს დიდი რაოდენობით ცხიმებს და ძალიან ცოტა ნახშირწყლებს, ის ძირითადად დაწვავს ცხიმს, როგორც საწვავის წყაროს, ეს იმიტომ ხდება, რომ ის არის ყველაზე ხელმისაწვდომი სისხლში. თუ თქვენ მუდმივად მიირთმევთ მაღალ ცხიმიან, დაბალ ნახშირწყლების საკვებს, სისხლში იქნება ტრიგლიცერიდების უწყვეტი წყარო და ასევე იქნება ცხიმის შენახვის უფრო მაღალი მაჩვენებელიც.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სხეული შესაძლოა ცხიმის მობილიზებას ახორციელებს ცხიმოვანი ქსოვილისგან, ის ასევე ინახავს ცხიმს, შესაბამისად სხეული ვერ შეამცირებს ცხიმის რაოდენობას ორგანიზმში მხოლოდ იმიტომ რომ ენერგიის წყაროდ გამოიყენა ცხიმოვანი უჯრედები, თუ არ ხარ კალორიულ დეფიციტში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ცხიმს გამოიყენებს ორგანიზმი აქტივობის დროს, ეს ცხიმი დღის მანძილზე ისევ შეივსება.