გავეცნოთ კვების ქცევითი დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, კომპულსური გადაჭარბებული კვება. რას ნიშნავს “binge-eating disorder”, არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ კომპულსური გადაჭარბებული კვება მხოლოდ ჭარბწონიანებშია გავრცელებული, ხოლო სხვა წონის ადამიანები, თუ კვირაში ერთხელ გადაჭარბებული რაოდენობის საკვებს მიიღებენ ან რაღაც პერიოდი შიმშილობენ, ხოლო შემდეგ ისევ გადაჭარბებულად იკვებებიან (ყველაფერი ან არაფერი), დარღვევად არ ითვლება.
საკვებზე დამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში ჭარბწონიანთა შორის, თუმცა სავალდებულო არაა კვების ქცევითი დარღვევის ამ ფორმით დაავადებულ ადამიანს ჰქონდეს გამოკვეთილი, თვალშისაცემი სიმსუქნე, ან ძალიან დიდი მასა (მათ გარკვეულ ნაწილს საერთოდ არა აქვს ზედმეტი წონა და არც სიმსუქნე აღენიშნებათ).
როდესაც თქვენ გაქვთ დადგენილი და ჩამოყალიბებული კვების დარღვევა, თქვენ რეგულარულად მიირთმევთ ძალიან ბევრ საკვებს (ცუდ საკვებს) და გრძნობთ კონტროლის ნაკლებობას თქვენს კვებაზე. იკვებებით სწრაფად ან უფრო მეტ საკვებს იღებთ მაშინაც კი, როდესაც მშიერი არ ხართ, ხოლო კვების პროცესი შეიძლება არ შეწყვიტოთ მიუხედავად იმისა, რომ უკვე არასასიამოვნოდ სავსედ გრძნობთ თავს.
შეიძლება კვების დარღვევა ვუწოდოთ მსგავს საქციელს ოღონდ რომელსაც ყოველდღიური ხასიათი არ აქვს? სამედიცინო დაწესებულებები მსგავს ცხოვრების წესს კვების ქცევითი დარღვევის, კერძოდ კომპულსური გადაჭარბებული კვების პირველ ნაბიჯად მიიჩნევენ.
კვების ქცევითი დარღვევების სიმპტომები უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე
მამაკაცებში. დაავადება უპირატესად თავს იჩენს მოზარდობის პერიოდში და ხშირად თან ახლავს ფსიქოლოგიური დარღვევები ‐ დეპრესია, მოუსვენრობა, მოუწესრიგებლობა და ა.შ.
აღნიშნული დარღვევა უმეტესად ნერვიული ბუნებისაა და დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. იგი შეიძლება გენეტიკური ხასიათისაც იყოს, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ან დედმამისშვილს აღენიშნებოდა მსგავსი დარღვევა, შეიძლება გაიზარდოს კვების დარღვევების განვითარების რისკი. და ბოლოს, კომპულსური გადაჭარბებული კვება (binge-eating disorder) შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შიმშილი დიეტების კეთებამ, რასაც ხშირად მოსდევს გადამეტებული საკვებით დარღვევა, დაგეგმილი “cheat days” და მოსაზრება, რომ თუ დიეტაზე ხართ არ ჭამთ, მაგრამ თუ არ ხართ, მაშინ იღებთ ყველაფერს რაც ხელთ მოგხვდებათ.
ჩვენ არ ვიცით ხვალ რა ურთიერთობა შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს საკვებთან, ამიტომ დღეს მოვერიდოთ ისეთ ქცევებს რამაც შეიძლება ასეთ საშიშ ფსიქოლოგიურ დარღვევამდე მიგვიყვანოს. იკვებეთ ჯანსაღად, მოერიდეთ შიმშილს და ამოიგდეთ თავიდან მოსაზრება “ყველაფერი ან არაფერი”.