Cellulite

ცელულიტი

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა.

სამწუხაროდ ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა იწვევს ცელულიტს:

  1. სქესი (იგი ქალებში უფრო ვლინდება ვიდრე კაცებში)
  2. ჰორმონალური ფაქტორები (მაგალითად ქალს შეიძლება გაუჩნდეს სქესობრივი მომწიფების შემდეგ)
  3. გენეტიკა (თუ შენი ოჯახის წევრ ქალებს აქვთ დიდი შანსია შენც გაგიჩნდეს)
  4. ასაკი (როცა კანი კარგავს ელასტიურობას)
  5. წონა (წონის მატებამ შეიძლება ცელულიტი უფრო შესამჩნევი გახადოს, მაგრამ ზოგიერთ გამხდარ ადამიანსაც აქვს ცელულიტი)
  6. არააქტიური ცხოვრების წესი
  7. არაჯანსაღი საკვები/სასმელი (ტკბილეული, არაჯანსაღი ცხიმი, გაზიანი ტკბილი სასმელები)
  8. დეჰიდრადაცია
  9. დიეტები
  10. დაბალი მეტაბოლიზმი
  11. თამბაქო


ცელულიტის ბოლომდე გაქრობა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია ვეცადოთ ნაკლებად ხილვადი გავხადოთ იგი:

  1. წონაში კლება საგრძნობლად ამცირებს ცელულიტს 
  2. ვარჯიში, გამოკვეთილი კუნთები თხელი ცხიმის ფენის ქვეშ გახდის თქვენს კანს უფრო გლუვს შესაბამისად ნაკლებად ხილვადი იქნება ცელულიტი
  3. ჯანსაღი კვება (ხელს უწყობს რომ წინ აღარ წავიდეს პროცესი)
  4. ბევრი წყალი (ხელს უწყობს რომ წინ აღარ წავიდეს პროცესი)
  5. პროცედურა სახელწოდებით კრიოლიპოლიზი, დამტკიცებულია აშშ-ს FDA-ს მიერ. იგი იყენებს ცივ თერაპიას ცხიმის უჯრედებში ლიპიდების გაყინვისთვის, რაც იწვევს აღნიშნული უჯრედების სიკვდილს. რა თქმა უნდა ყველა კარგ შედეგს ამ პროცედურით ვერ ნახულობს, მაგრამ ზოგისთვის საკმაოდ შედეგიანია
  6. ლიპოსაქცია, რა თქმა უნდა ყველა კარგ შედეგს ამ პროცედურით ვერ ნახულობს, მაგრამ ზოგისთვის საკმაოდ შედეგიანია
  7. მასაჟები და მსგავსი პროცედურები იძლევა მოკლევადიან შედეგს, საჭიროა მათი სისტემატური კეთება
  8. არ შველის არანაირი კრემი, მალამო, ლოსიონი და ა.შ.
  9. ცელულიტი უფრო ხშირად ჩნდება ღია ფერის კანზე ამიტომ ზაფხულში ჯანსაღი რუჯი კარგი გამოსავალია


პ.ს. გიყვარდეს შენი სხეული

მეტი სტატია